Thursday, June 5, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

მე- 9 დღის რეფლექსია
დავასრულეთ სტუდენტის ნიმუშზე მუშაობა.

დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. განვიხილეთ მრავალი დამხმარე ფაილი რესურსების ჩანართიდან, რომელიც დაგვეხმარა პროექტის გეგმის ჩამოყალიბებაში.
დავხვეწეთ პროექტის პრეზენტაცია და ყველა ნამუშევართან ერთად ავტვირთეთ დრაივზე; გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.

დასასრულს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტირება.

ამ ტრენინგმა ნათლად დამარწმუნა, რომ სასწავლო პროექტები შესრულებადია, თუ მას გეგმაზომიერად განვავითარებთ და განვსაზღვრავთ მიღწევად მიზნებს.

ვფიქრობ, რომ პროექტებით სწავლებისას სტუდენტებს მაღალი სააზროვნო უნარების ღირებულებებს დავანახებ და ინტენსიური პრაქტიკით განვუვითარებ მას.


კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბ–ნ გიორგის , რომელმაც დიდი შრომა და ძალისხმევა გასწია პედაგოგებთან ეფექტური მუშაობისთვის.
მადლობა საინტერესოდ  და ნაყოფიერად გატარებული დღეებისათვის............

პროექტის პორტფოლიო

იხილეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

Tuesday, May 27, 2014

მე-7 დღის რეფლექსია

1. მივიღე ინფორმაცია ,,ეფექტური პროექტების შექმნა“-ზე და ამ პროექტების შეფასებაზე. გავიდეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ შეფასება სწავლა- სწავლების გასაუმჯობესებლად. დამატებითი რესურსებიდან გავეცანით შესაბამის მასალებს ჩამოვტვიტტეთ. სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ სტანდარტებისა და მათი ინდიკატორების ველი;  ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეების ამოცანევი და განვსაძღვრეთ სწავლის შედეგები.
 2. აღვწერეთ სასწავლო პროცესის დაგეგმვა; განვსაზღვრეთ სტუდენტთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, ასევე სტუდენტთა ჩართულობა ამ პროცესში.
3. პროექტებით სწავლების  მეთოდის გამოყენებისას უკეთ დავინახავ, თუ რა აქტივობები და დავალებები იქნება უკეთესი, რა დონის სწავლება იქნება  უფრო შესაბამისი და რა ტიპის შეფასებებს გამოვიყენებ.

ბ-ნი გიორგი შესანიშნავად ფლობს ტრენინგების ტექნიკას, ყველა ნიუანს იტვალისწინებს აუდიტორიასთან ურთიერთობაში, რაც გვიადვილებს მასალის აღქმას. მადლობა მას პოზიტიური დამოკიდებულების შექმნისთვის.

 და კიდევ , ვულოცავ ბ-ნ გიორგის იუბილეს,  წარმატებებს ვუსურვებ პირად და პროფესიულ საქმიანობაში.

Thursday, May 22, 2014

5-6 დღეების რეფლექსია


  1. ავითვისეთ ინტერნეტში სურათების მოძიება, ჩამოტვირთვა და ვორდის ფაილში ჩასმა. დავასრულეთ ბუკლეტი.
  2. ინტელის პროგრამის ვიუერის რესურსებიდან ავითვისეთ მრავალი ფაილი, მ.შ. პორტფოლიოს ჩეკლისტი, მინდა ვიცოდე-ვიცი,  ბუკლეტის ჩეკლისტი,  პორტფოლიოს რუბრიკა, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, სტანდარტების და მიზნების რუბრიკა, და ა.შ.
  3. შევისწავლეთ ფაილთა და საქაღალდეების ატვირთვა ინტერნეტში გუგლ-დრაივის გამოყენებით.  ავტვირთეთ ჩვენი ბუკლეტები საკუთარ ბლოგებზე.
  4. წინ მივიწევთ პროექტის გეგმის შედგენაში.
სულ უფრო მეადვილება მასალის ათვისება: ტეორიულისაც და პრაქტიკულისაც.



Thursday, May 15, 2014

1 - 4 დღეების რეფლექსია


   გავეცანით ინტელის პროგრამის კურსს, რაც მიოცავს პროექტებზე დაფუძვნებულ სწავლებას და გავეცანით პროექტის მონახაზს. გავაკეთეთ პორტფოლიოს მომზადების ძირითადი ეტაპებისა და თავისებურებების მიმოხილვა. 
   გავეცანით პროექტის გეგმის შედგენას და მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-ე ს. უნარ-ჩვევები, რომლის განვითარებასაც დავისახავ მიზნად ამ პროექტის ფარგლებში.
შევქმენით ჩვენი პირადი  ბლოგი; ინტერნეტიდან ჩამოვტვირთეთ სურათები და ტექსტი. შევქმენით ბუკლეტი, ვიხელმძღვანელეთ ბუკლეტის ჩეკლისტით.
   ინტელის კურსი პროფესიული განათლებისთვისაც შედარებით ახალი რეალობაა, ამ სფეროში გამოცდილებაც მაკლია, მაგრამ ბ-ნი გიორგი ცინცაძის დახმარებით, ვფიქრობ, შემოქმედებითად გავივლით ტრენინგს.